როგორ შევიმუშავოთ HACCP სისტემა
ტრენინგი თემაზე: როგორ შევიმუშავოთ HACCP-ის სისტემა.
ტრენერი: ქრისტინე ჯულაყიძე
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის ყველა პროცესის შესახებ.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- მოახდინონ ნებისმიერი ტიპის სურსათის უვნებლობის საფრთხის იდენტიფიცირება;
- შეაფასონ ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობა და შესაბამისობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GMP/GHP);
- დააკომპლექტონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის გუნდი და მართოს დირექტორთან შეთანხმებით;
- შეიმუშავონ საწარმოებელი პროდუქტების სპეციფიკაციები, წარმოების ბლოკ-სქემები;
- ჩაატარონ შესაბამისი საფრთხის ანალიზი;
- დაადგინონ საკონტროლო და კრიტიკული საკონტროლო წერტილები;
- დაადგინონ შესაბამისი კონტროლის/საფრთხის პრევენციის პროცედურები;
- წერილობით აღწერონ და დაადგინონ ორგანიზაციაში სურსათის უვნებლობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა.
კონტაქტი