როგორ შევიმუშავოთ HACCP სისტემა

ტრენინგი თემაზე: როგორ შევიმუშავოთ HACCP-ის სისტემა.
ტრენერი: ქრისტინე ჯულაყიძე
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის ყველა პროცესის შესახებ.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
  • მოახდინონ ნებისმიერი ტიპის სურსათის უვნებლობის საფრთხის იდენტიფიცირება;
  • შეაფასონ ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობა და შესაბამისობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GMP/GHP);
  • დააკომპლექტონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის გუნდი და მართოს დირექტორთან შეთანხმებით;
  • შეიმუშავონ საწარმოებელი პროდუქტების სპეციფიკაციები, წარმოების ბლოკ-სქემები;
  • ჩაატარონ შესაბამისი საფრთხის ანალიზი;
  • დაადგინონ საკონტროლო და კრიტიკული საკონტროლო წერტილები;
  • დაადგინონ შესაბამისი კონტროლის/საფრთხის პრევენციის პროცედურები;
  • წერილობით აღწერონ და დაადგინონ ორგანიზაციაში სურსათის უვნებლობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა.
კონტაქტი
როგორ შევიმუშავოთ HACCP სისტემა